არქი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. კომპანია თავდაპირველად დაკავებული იყო საინვესტიციო საქმიანობით, თუმცა 2008 წლის სექტემბრიდან დეველოპერული მიმართულების განვითარება დაიწყო.
დღეს, არქი ითვლის 15 დასრულებულ პროექტს თბილისის მასშტაბით, 14 მიმდინარე მშენებლობას თბილისში და 1 მიმდინარე საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში.
არქი გთავაზობთ საცხოვრებელ სახლებს, მორგებულს ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში. თუ თქვენ გსურთ გქონდეთ აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ეზო სტადიონებითა და სათამაშო მოედნებით, ან საბავშვო ბაღი და სკოლა თქვენივე სახლის ეზოში, ამ ყველაფერს არქი თქვენთვის ქმნის.
ექსპერტების გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალები, აკონტროლონ მშენებლობის მიმდინარეობა და შეგიქმნან ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა. არქის ყველა მშენებლობა ხორციელდება ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის მასალებით.
არქის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი ბარდება დაგეგმილ ვადებში.