
ჩვენს პარტნიორ კომპანიებს დაემატა დეველოპერული კომპანია "ემერალდ ჯგუფი"!
საინვესტიციო კომპანია ემერალდ ჯგუფი 2018 წლის ივნისში დაარსდა. კომპანიის მთავარი მიზანი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მათი უნიკალური, დეველოპერული გზით გამოყენებაა.
ემერალდ ჯგუფი - ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც მხოლოდ პრემიუმ კლასის, 5 ვარსკვლავიან საცხოვრებელ და მულტიფუნქციურ კომპლექსებს სთავაზობს თავის გამორჩეულ მომხმარებლებს თბილისსა და შავიზღვისპირეთში.
ემერალდ ჯგუფის საქმიანობის მთავარი კონცეფცია იდეალური ხარისხია, რომლის გათვალისწინებითაც კომპანიის ექსკლუზიურ პროექტებში ფუფუნებისა და კომფორტისთვის საჭირო ყველანაირი დეტალი იქნება გათვლილი, განსაკუთრებული პრიორიტეტი კი პრესტიჟულ, ეკოლოგიურ მდებარეობებს და უახლესი ტექნოლოგიის, მაღალხარისხიან მასალებს მიენიჭება, რათა ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნებიც კი ბოლომდე იქნას დაკმაყოფილებული.
დეველოპერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://lupa.ge/companies/3582