წესები და პირობები

  1. ტერმინები

    1. "საიტი"- ვებ გვერდი http://lupa.ge

    2. "კომპანია"- ვებ გვერდი http://lupa.ge -ის მმართველი კომპანია,

    3. "მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას.

    4. "განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ.

  2. ვებ გვერდის პირობები.

    1. კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

    2. კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ვებ გვერდზე.

    3. კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქტი და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.

    4. განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლდება კომპანიის მიერ.

    5. საიტზე განთავსებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.

    6. ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ათავსებს თავისი სურვილით.

    7. საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

    8.  2.7 პუნქტის გათვალისწინებით მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

  3. განცხადების განთავსება

    1. მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

    2. უძრავი ქონების საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ საიტით სარგებლობის წესებს.

    3. საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.

    4. მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების და შეთანხმების პირობების შესახებ.

    5. განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების რეალიზაციის უფლება.

    6. განცხადება არ უნდა : იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

    7. მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პროდუქცია განთავსებულია საიტზე.

  4. კომპანიის უფლება-მოვალეობანი

    1. კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.

    2. კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

    3. კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების ავტორის მიერ საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა  რეალურ მონაცემებს.

    4. ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე  3.1 და 3.6 პუნქტების დარღვევით, წაიშლება.

    5. 3.1 და 3.6 პუნქტების ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში და IP მისამართი.

    6. კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.

    7. კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.

    8. კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

    9.  კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

    10. კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.

  5. მომხმარებლის უფლება-მოვალეობანი

    1. მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს რეგისტრაციის მონაცემები მესამე პირს.

    2. პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

    3. მომხმარებელს ეკრძალება საიტზე 3.1 და 3.6 პუნქტების საწინააღმდეგო  განცხადების განთავსება.

    4. მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს კომპანიას, იმ განცხადების შესახებ, რომლიც რაიმე სახით არღვევს ვებ გვერდის წესებს, ან ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

    5. მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.

    6. მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

    7. საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    8. მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.

  6. მხარეთა პასუხისმგებლობა

    1. კომპანია პასუხს არ აგებს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და ამასთან დაკავშირებით მიყენებულ ზარალზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

    2. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

  7. სხვა პირობები

    1. მხარეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში იგი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

არასწორი სახელი ან პაროლი

მომხმარებელი არ არის რეგისტრირებული